Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ერთკვირიან შვებულებაში გავიდა


ბათუმის მერი ლაშა კომახიძე შვებულებაში გავიდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მერიის პრესამსახურში უთხრეს. მათივე ინფორმაციით, ლაშა კომახიძეს შვებულების შესახებ განაცხადი კვირის ბოლომდე აქვს დაწერილი.

დღეს, 13 ივლისს ბათუმის მერის პრესკონფერენცია იყო დაგეგმილი. მერს აღნიშნულ პრესკონფერენციაზე უნდა გაეცა პასუხი გავრცელებულ ცნობაზე იმის შესახებ, დატოვა თუ არა თანამდებობა და მიზეზები აეხსნა.

მედიასაშუალებებში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე თანამდებობას ტოვებდა, 11 ივლისს გავრცელდა.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურება, თუმცა არსებული ინფორმაციით, აიძულებენ თანამდებობის დატოვებას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან უთანხმოების გამო.

XS
SM
MD
LG