Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღია სივრცეში კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება არაუმეტეს 200 ადამიანს შეეძლება


საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 13 ივლისიდან, ღია სივრცეში დასაშვები გახდა კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. აღნიშნული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება.

ამასთან, საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ნებადართული გახდეს დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.

საქართველოში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდე გაგრძელდა. დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.

XS
SM
MD
LG