Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე დანიშნეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად


„ქართული ოცნების" ცნობით, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომაზე მიიღეს, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა.
სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG