Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: ღამით საზღვარზე შედარებით სიმშვიდე იყო


აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე 15 ივლისს შედარებით სიმშვიდეა, იტყობინება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო. პრესმდივნის, შუშან სტეპანიანის თქმით, ღამის არტილერია არ გამოუყენებიათ. მის თანახმად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატი.

ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ ღრმა შეშფოთება გამოხატა აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციის გამო და მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი, სანამ მეტი ადამიანი დაიხოცებოდეს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გადაჭრით დაგმო „სომხეთის თავდასხმა აზერბაიჯანზე" და თქვა, რომ თურქეთი ყოველთვის უყოყმანოდ აღუდგება წინ ნებისმიერ თავდასხმას აზერბაიჯანის სამართალზე, კანონსა და ტერიტორიაზე.

14 ივლისს აზერბაიჯანის 14 სამხედრო, მათ შორის, არმიის გენერალი და სომხეთის ოთხი ჯარიკაცი იქნა მოკლული შეტაკებების მესამე დღეს საზღვრის არეალში.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტია 1990-იანი წლებიდან დე იურე აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორიის, მთიანი ყარაბაღის გამო.

სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ და აზერბაიჯანის დასავლეთ საზღვართან შეტაკებების დაწყებას მხარეები ერთმანეთს აბრალებენ.

სულ, 12 ივლისს სროლის დაწყების შემდეგ, ორივე მხარეს დაღუპულთა რიცხვი 16-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG