Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მილოშ იაკეში, ყოფილი ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის გენერალური მდივანი


მილოშ იაკეში
მილოშ იაკეში

97 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის ყოფილი გენერალური მდივანი, მილოშ იაკეში.

რადიკალური კურსის მომხრე იაკეში პარტიის ხელმძღვანელობიდან გადააყენეს 1989 წელს, ვაცლავ ჰაველის ხელმძღვანელობით ქვეყანაში დაწყებული მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციების („ხავერდოვანი რევოლუციის“) შედეგად, რომელსაც სულ მალე ქვეყანაში კომუნისტური პარტიის ჰეგემონიის კრახი მოჰყვა.

ჩეხეთში მის მიმართ სხვადასხვა დროს აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ღალატისა და დასავლეთში გაქცევის მცდელობის დროს, მოქალაქეების დახოცვის გამო.

1968 წლის პრაღის გაზაფხულის დროს, მილოშ იაკეში კონსერვატიულ პოზიციაზე იდგა და მხარი დაუჭირა ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის ხელშეკრულების ჯარების შეყვანას.

97 წლის იაკეში სიცოცხლის ბოლომდე კომუნისტური იდეების ერთგული დარჩა.

2019 წელს მან განაცხადა, რომ კვლავინდებურად კონტრრევოლუციად მიიჩნევს „ხავერდოვანი რევოლუციის“ მოვლენებს, რომელსაც სოციალიზმის მარცხი მოჰყვა.

იაკეშის სიკვდილის შემდეგ, საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში კომუნისტური პარტიის ბოლო ცოცხალი გენერალური მდივანია 89 წლის მიხაილ გორბაჩოვი, საბჭოთა ლიდერი, რომლის რეფორმებმაც ხელი შეუწყო კომუნისტური რეჟიმის დამხობას.

XS
SM
MD
LG