Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს


2022 წელს, 18-წლამდელ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება. გადაწყვეტილება ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის საბჭომ მიიღო.

საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ფრენბურთის ფედერაციას ანალოგიური გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვს - 2017 წელს, საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს. ასევე კარგად იყო ორგანიზებული ბოლო წლებში, კლასიკური, საპლაჟო და თოვლის ფრენბურთის შეჯიბრებები.

18-წლამდელთა ევროპირველობის დეტალები - ჩატარების თარიღი, ადგილი და მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალი ჯერ არ დაზუსტებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG