Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქომ 40 000 ევრო უნდა გადაუხადოს უფლებათადამცველ ლეილა იუნუსსა და მის მეუღლეს


ლეილა და არიფ იუნუსები
ლეილა და არიფ იუნუსები

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) აზერბაიჯანს დააკისრა 40 000 ევროს კომპენსაციის გადახდა ცნობილი უფლებათდამცველი, ლეილა იუნუსისა, და მისი მეუღლის, არიფ იანუსისათვის, სახელმწიფოს მხრიდან მათი ძირითადი უფლებების დარღვევისთვის.

სტარსბურგში მდებარე სასამართლოს 16 ივლისის გადაწყვეტილებით ბაქომ თითოეულ მომჩივანს 20-20 ათასი ევრო ($22,830) უნდა გადაუხადოს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ხელყო წყვილის თავისუფლება და უსაფრთხოება, მათ წაერთვათ სამართლიანი სასამართლოს უფლება, შეეზღუდათ კერძო და ოჯახური ცხოვრების, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების და ასევე ქონების დაცვისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებები.

61 წლის ლეილა იუნუსი და 62 წლის არიფ იუნუსი 2014 წელს დააკავეს. 2015 წელს ისინი ეკონომიკურ დანაშაულში ცნეს დამნაშავედ სასამართლო პროცესზე, რომელიც თავად ბრალდებულებისა და ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფების თქმით, ფარსი იყო. მათ რვაწლინახევრითა და შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG