Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულის ეპისკოპოსმა ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი აქციაზე მოითხოვა


მარნეულში, კულტურის სახლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მრევლი და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მარნეულის მერს ზაურ დარგალს ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟისკენ მოუწოდებენ. სიტყვით გამოსვლებამდე აქციის მონაწილეებმა, ეპისკოპოსის განმარტებით „სამშვიდობო პარაკლისში“ მიიღეს მონაწილოება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციას.

„ძეგლია ღირებულებების, ფასეულობების, შინაარსის, ისტორიის მატარებელი, ჩვენ ძეგლებს ვუდგამთ იმ ადამიანებს ვისაც ამა თუ იმ ქვეყნის წინაშე აქვს განსაკუთრებული როლი და დამსახურება, თორე რამდენია ისეთი გმირი, რომელთა ძეგლებიც არ გვაქვს, რომელთა სახელებიც მივიწყებას მიეცა. ნარიმან ნარიმანოვს არავითარი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, მტრობის მეტი, ჩვენი წინაპართა სისხლის დაღვრის მეტი, ჩვენი თვითმყოფადობის ხელყოფის მეტი სხვა როლი ჩვენი ერის წინაშე არ აქვს“,- განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოვლისას ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა.

ის მხარდამჭერებთან ერთად, მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად ერეკლე მეორის და ხუდია ბორჩალოელის ძეგლის დადგმას მოითხოვს. ამასთან მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს იმაში, რომ საკითხი სხდომაზე შეგნებულად არ გააქვს.

მაისის მიწურულს საქართველოს აზერბაიჯანულ თემში მკვეთრად უარყოფითი რეაქციები გამოიწვია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგის, ულტიმატუმმა, მარნეულში აეღოთ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი. ამის გამო, ძეგლს ის აზერბაიჯანელებიც კი იცავენ, რომლებიც მანამდე მას დიდად არ აფასებდნენ.

ნარიმანოვი საქართველოში დაიბადა. მისი წარსული, დიდწილად, ბოლშევიკურ საქმიანობას უკავშირდება. 1918 წელს გახდა ბაქოს რევოლუციური კომიტეტის წევრი. ბოლშევიკური ოკუპაციის დროს ის აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
მეუფე გიორგის მხარი დაუჭირეს რადიკალურმა ჯგუფებმა მუქარის შემცველი განცხადებებით.

მოგვიანებით სუს-მა ეროვნული შუღლის გაღვივების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ეპისკოპოსიც გამოიკითა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG