Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში COVID-19-ის 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2-ის წყარო უცნობია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისათვის მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რაც შეეხება დანარჩენ 6 შემთხვევას, 3 პაციენტი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი იმპორტირებულია. მათ შორის ერთი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1018 შეადგინა.

10-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელებულია 895 ადამიანი, გარდაცვლილია - 15.

XS
SM
MD
LG