Accessibility links

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქებში ახალი გამოსვლები გაიმართა დაპატიმრებული გუბერნატორის მხარდასაჭერად


"თავისუფლება ფურგალს", - გრაფიტი ვლადივოსტოკში

აქციები, რომლებიც 19 ივლისს ადგილობრივი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად გაიმართა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქებში, მშვიდობიანად დასრულდა. უკვე მერვე დღეა ნებადაურთველი გამოსვლები იმართება ხაბაროვსკში, სადაც ასამდე პირი შეიკრიბა ქალაქის ცენტრში. მონაწილეები მალე დაიშალნენ.

ერთ-ერთი უმსხვილესი დემონსტრაცია იყო 18 ივლისის ხაბაროვსკში, რომლის მერიის თანახმად, მასში ათი ათასი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მონაწილეების და მეთვალყურეების აზრით, რიცხვი ბევრად დიდი იყო.

19 ივლისს ფურგალის მომხრეთა გამოსვლა გაიმართა ხაბაროვსკთან ერთად ამურის კომსომოლსკში. ამავე დღეს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე დემონსტრაცია შედგა ვლადივოსტოკში, მეზობელ, პრიმორსკის ოლქში. საბჭოთა ხელისუფლებისთვის მებრძოლთა ძეგლთან ასამდე ადამიანი მივიდა. აქციის მონაწილეებმა მოაწყეს მსვლელობა ვლადივოსტოკის ცენტრში. გავრცელდა ცნობა, რომ ორი პირი დააკავეს, მაგრმა მალევე გაუშვეს.

სააგენტო ტიგა.ინფო იტყობინება, რომ ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი, ფურგალის მხარდამჭერთა, მსვლელობა გაიმართა ნოვოსიბირსკში, ხოლო აქცია - ბლაგოვეშჩენსკში.

50 წლის სერგეი ფურგალს, რომელიც ხაბაროვსკში დააპატიმრეს 9 ივლისს და მოსკოვში გადაიყვანეს, ადანაშაულებენ მკვლელობის მცდელობაში და 2004-2005 წლებში ორი მკვლელობის შეკვეთაში.

16 ივლისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა და ფურგალი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

თვითონ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი მომხრეები, რომლებიც დაპატიმრების შემდეგ მართავენ დემონსტრაციებს, ეჭვქვეშ აყენებენ ბრალდებას და შეკითხვას სვამენ, რატომ გამოვლინდა ეს საქმე 15 წლის შემდეგ.

ფურგალი, რომელიც რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრია, უარყოფს ბრალდებებს. მისი მომხრეები თვლიან, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG