Accessibility links

საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა


საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა, ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.

მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი ასაკოვანი მამაკაცია.

„დაახლოებით 15 წუთის წინ მომივიდა ეს ინფორმაცია, რომ მე-16 პაციენტი დაგვეღუპა, სამედიცინო დაწესებულებას ვერ გეტყვით, 70 წელს გადაცილებული მამაკაცია”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მედიასთან კომენტარში.

ინფორმაცია მე-16 პაციენტის გარდაცვალების შესახებ ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა სპეციალურ სამთავრობო საიტზე.*

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა. ეს 15 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1039-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 1 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 900.

დღემდე უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 მოქალაქე. უმრავლესობა ავღანეთში ნატოს მისიის მონაწილე ქართველი სამხედროა.

20 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5687 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 232.

* მე-16 პაციენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, STOPCOV.ge-ზე, ახალი ამბის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში განთავსდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG