Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო სააპელაციო სასამართლომაც


თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლოს პალატის მიერ დღეს, 21 ივლისს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.

25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განუსაზღვრა 11 წელი და 3 თვე.

მიხეილ კალანდია, რომელსაც 2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მოწმის სტატუსი ჰქონდა, შსს-მ ბრალდებულის სტატუსით 2019 წლის 4 ივნისს დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG