Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის მთავრობა მეხუთედ გადაურჩა კორუფციის გამო უნდობლობის ვოტუმს


ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი

ბულგარეთის ცენტრისტულ-მემარჯვენე მთავრობა გადაურჩა უნდობლობის ვოტუმს, რომლის ინიციატორი იყო ოპოზიციური, სოციალისტური პარტია, რომელიც მთავრობას კორუფციასთან ბრძოლის უუნარობაში ადანაშაულებს. 21 ივლისის კენჭისყრა იყო იმპიჩმენტის მეხუთე მცდელობა 2017 წლის შემდეგ, როცა კოალიციური მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა.

ათასობით ბულგარელი მონაწილეობდა ბოლო ორი კვირის მანძილზე გამართულ დემონსტრაციებში. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოხატავდნენ პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის კაბინეტის და გენერალური პროკურორის, ივან გეშევის მიმართ. 21 ივლისს ასეულობით ადამიანი მივიდა პარლამენტის შენობასთან კენჭისყრის წინ და გაიძახოდა ლოზუნგებს, „მაფია“, გადადექით“, „ბორისოვი - სირცხვილია“.

იმპიჩმენტის წინააღმდეგ იყო 124 დეპუტატი, 102-მა მხარი დაუჭირა მას, 11-მა თავი შეიკავა.

61 წლის ბორისოვი, რომელიც თავისი, „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“, პარტიისა და ორი ნაციონალისტური პარტიის კოალიციით მართავს ქვეყანას, კენჭისყრის დროს ადგილზე არ იყო, რადგან ჯერ არ იყო დაბრუნებული ბრიუსელიდან, ევროკავშირის მარათონული სამიტიდან, სადაც კორონავირუსის შედეგების დაძლევის მიზნით აღდგენის 750 მილიარდი ევროს მოცულობის საფინანსო პაკეტსა და ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტზე შეთანხმდნენ.

ბულგარეთი ევროპის კავშირის უღარიბესი, და Transparency International-ის თანახმად, ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა.

XS
SM
MD
LG