Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პარლამენტის კომიტეტს სურს რეფერენდუმში რუსეთის ჩარევის შემდგომი შესწავლა და ამტკიცებს, რომ ჩაერია შოტლანდიაზე კენჭისყრისას


U.K. -- Union flags line parliament square behind a statue of former British Prime Minister Winston Churchill in London, Britain, 31 January 2020.
U.K. -- Union flags line parliament square behind a statue of former British Prime Minister Winston Churchill in London, Britain, 31 January 2020.

ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვისა და უშიშროების კომიტეტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობამ უნდა გამოიძიოს, ჩაერია თუ არა რუსეთი ევროპის კავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თაობაზე 2016 წელს გამართულ რეფერენდუმში. თუმცა, „რთული და, ალბათ, შეუძლებელიც კი“ იქნება ჩარევის ამ ბრალდების დამტკიცება, რომელსაც კრემლი უარყოფს.

ანგარიშში, რომელმაც პოლიტიკური ვებსაიტის, Guido Fawkes-ის გზით გამოჟონა, ვიდრე ის ოფიციალურად გამოვიდოდა 21 ივლისს, აღნიშნულია, რომ რუსეთი ბრიტანეთს მიიჩნევს დასავლეთში თავისი დაზვერვის „ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ“, სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებთან მისი მჭიდრო ურთიერთობის გამო.

ანგარიში, რომლის შედგენა 2019 წლის მარტში დასრულდა და თავდაპირველად პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს წარუდგინეს ოქტომბერში, გავრცელდა კრიტიკის ფონზე - რომ მთავრობამ შეაყოვნა მისი გამოქვეყნება, რათა უხერხულობისგან დაეცვა ჯონსონი და მისი კონსერვატორული პარტია.

ოპოზიციურმა ლეიბორისტურმა პარტიამ მთავრობის მიერ ანგარიშის გამოუქვეყნებლობა იმით ახსნა, რომ ეს გააჩენდა შემდგომ კითხვებს რუსეთსა და ბრექსიტის სასარგებლოდ წარმართულ კამპანიას შორის კავშირების შესახებ, ევროპის კავშირის წევრობის თაობაზე 2016 წლის რეფერენდუმში, რომელიც ჯონსონის დახმარებით ჩატარდა.

მნიშვნელოვნად რედაქტირებულ ანგარიშში თითქმის არ იყო მოხსენიებული 2016 წლის რეფერენდუმი. თუმცა, აღნიშნული იყო, რომ რუსეთს ჰქონდა მცდელობა, ჩარეულიყო შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ 2014 წელს გამართულ რეფერენდუმში.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, პრემლის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არასოდეს ჩარეულა არც ერთი ქვეყნის, არც აშშ-ის, არც დიდი ბრიტანეთის თუ სხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში.

XS
SM
MD
LG