სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების 439 ახალი შემთხვევა, 16 პაციენტი გარდაიცვალა.
მთლიანობაში, COVID-19-ის ეპიდემიის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვმა 678-ს მიაღწია.
თუმცა, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ COVID-19-ით დაავადებული 217 პაციენტი სხვა მიზეზით გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებით, მთლიანად ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი სომხეთში 24 766-ს შეადგენს.
მაგრამ პარალელურად იზრდება ვირუსული ინფექციისგან განკურნებულთა რაოდენობა. სომხეთში წუხელ განიკურნა 560 პაციენტი, რითაც გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 24766-ს მიაღწია.
„კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სომხეთში სახეზეა მცირე დადებითი დინამიკა“, - დაწერა თავის ფეისბუკში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
ამასთან, ფაშინიანმა კვლავ მოუწოდა მოსახლეობას, რომ შეინარჩუნონ სიფხიზლე და უფრო თანამიმდევრულად დაიცვან ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციები.
დაწერეთ კომენტარი