Accessibility links

ჩინეთმა გაუშვა თავისი პირველი კოსმოსური მისია მარსის შესასწავლად


23 ივლისს ჩინეთში სტარტი აიღო პირველმა პლანეტათშორისმა ავტომატიზებულმა სადგურმა „ტიანვენ 1“-მა, რომელმაც მარსს 2021 წლის 11 თებერვალს უნდა მიაღწიოს.

ჩინეთის ოფიციალური სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, მძიმე რაკეტმზიდმა „ჩანჩჟენ-5“-მა, რომელზეც კოსმოსური აპარატი იმყოფება, 23 ივლისს ჩინეთის სამხრეთში მდებარე ვენჩიანის კოსმოდრომზე აიღო სტარტი.

იუწყებიან, რომ აფრენიდან დაახლოებით 36 წუთის შემდეგ ზონდი წარმატებით გავიდა დასახულ ორბიტაზე.

უპილოტო კოსმოსური მისიის მიზანს შეადგენს მარსზე სიცოცხლის კვალის მოძიება და ადამიანის მიერ პლანეტის სავარაუდო კოლონიზაციის შესაძლებლობის შესწავლა.

მარსის შესწავლა ნაწილია მზის პლანეტის მასშტაბური კვლევითი პროექტისა, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებამ 2017 წელს გამოაცხადა.

ჩენეთის კოსმოსური მისიის დაწყების ფონია გამწვავებული ვითარება აშშ-სა და ჩინეთს შორის, რაც განპირობებულია კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების დროს პეკინის მიერ გამოვლენილი არატრანსპარენტულობით, ადამიანის უფლებების განგრძობადი ხელყოფითა და დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული კიბერშეტევებით.

21 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ ვაშინგტონი ესწრაფვის საერთაშორისო კოალიციის შექმნას, რომელიც წინ უნდა აღუდგეს ჩინეთის გავლენას.

მაიკ პომპეო, რომელიც ამ კვირაში ევროპის ქვეყნების დედაქალაქებს სტუმრობს, ჩინეთს ადანაშაულებს კორონავირუსის პანდემიის საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG