Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენ, ტრანსგენდერები, და საზოგადოება


მე მგონი, საზოგადოებაში ჩვენ შესახებ ძალიან ბევრი მცდარი აზრია გავრცელებული, ბევრი სტერეოტიპი და სტიგმა არსებობს.

#4 - ჩვენ, ტრანსგენდერები, და საზოგადოება
please wait

No media source currently available

0:00 0:03:43 0:00
გადმოწერა

ამას ყველა ხელს უწყობს - პოლიტიკოსებიც, საეკლესიო პირებიც, სამოქალაქო სექტორის ნაწილიც, თვითონ ტრანსგენდერი ადამიანებიც, იმიტომ რომ სტერეოტიპები თავისით, დამოუკიდებლად, ვერ ჩამოყალიბდება.

მაგალითად, საზოგადოებაში გავრცელებული აზრის თანახმად, ყველა ტრანსგენდერი ქალი არის სექსმუშაკი! და ყველას ჰგონია, რომ ეს სამუშაო მათ თავისი ნებით აირჩიეს. ეს მცდარი აზრია და აი, რატომ:

როდესაც ტრანსი ქალი იწყებს ტრანზიციას და ქამინგაუთს აკეთებს ოჯახთან, ის კარგავს ამ ოჯახსაც, სამუშაოს, მეგობრებს, ნათესავებს, შემოსავალს და იძულებული ხდება შეწყვიტოს სწავლა.

და აქ ყველაფერი სრულდება.

ტრანსგენდერ ქალებს განვითარების შესაძლებლობას არც სახელმწიფო სთავაზობს და არც საზოგადოებაა ამის მომხრე.

რა რჩებათ მათ მაშინ, როცა არათუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვერ ადიან და მაღაზიიდანაც ხშირად უარით ისტუმრებენ, არამედ ხშირად სამედიცინო მომსახურებასაც კი რთულად იღებენ?

რა რჩებათ ტრანსგენდერ ქალებს, ვისაც ფიზიკურად არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი საბუთი?

საზოგადოება ამბობს: დასხდნენ სახლში! ნუ გამოდიან ! რაც უნდათ, ის აკეთონ სახლში!

ტრანსგენდერი ქალების უმეტესობა, მართლაც, ზის სახლში. ისინი საკვებსაც კი გამოძახებით ყიდულობენ.

ასე ცხოველებივით გამომწყვდეულებს საარსებოდ სხვა გზა აღარ რჩებათ, გარდა იმისა, რომ საკუთარი სხეულით ივაჭრონ.

ეს ქალები პანდემიის დროს იძულებული გახდნენ სახლში დარჩენილიყვნენ და არ ემუშავათ - თუ ეს ჩაკეტვა საზოგადოებისთვის 3 თვე გაგრძელდა, ტრანსი ქალები მთელ ცხოვრებას 4 კედელშუა ვატარებთ. იქ კი შეუძლებელია წინსვლა და განვითარება.

მე თუ მკითხავთ, დღევანდელი ტრანსგენდერი ქალი ჩვენი საზოგადოების ანარეკლია. დააკვირდით, როგორ იქცევა ის და მიხვდებით, როგორ მოექცა მას საზოგადოება.

მათ შორის არ არის კონტაქტი. ისინი ერთმანეთს არასწორ მესიჯებს უგზავნიან და ერთმანეთს ვერაფერს აგებინებენ.

და ამაში დამნაშავე არც მხოლოდ საზოგადოებაა და არც მხოლოდ ტრანსთემი. მე მგონია, დამნაშავეა არასამთავრობო სექტორიც, მედიაც, პოლიტიკოსებიც - ყველა, ვისაც სიტყვა ეთქმის.

მინდა ასე იყოს: ოდესმე დავიწყოთ თავიდან და ყველანაირი განმასხვავებელი იარლიყის გარეშე ვიცხოვროთ.

მე მგონია, საქართველოს და მის საზოგადოებას ბევრად მეტი რესურსი აქვს იმისა, რომ ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოზე უფრო ჰუმანური, ტოლერანტული და მრავალფეროვანი იყოს, როგორც ეს იყო ადრე. ამის მჯერა.

ასევე ნახეთ:

XS
SM
MD
LG