Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის ხეობაში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა


ახმეტის მუნიციპალიტეტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებ ქისტ და სოფელ მატანში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს შორის.

მატანში შეკრებილები არიან ახალგაზრდები, რომლებიც დუისელი თანატოლებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ და წინააღმდეგ შემთხვევაში პანკისისკენ მიმავალი საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ჯგუფი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მატანში მცხოვრები ახალგაზრდა დუისში ავტომობილით დაეჯახა შინაურ ფრინველს. დუისელმა ახალგაზრდებმა მას უსაყვედურეს და გააფრთხილეს, რომ ქუჩაში ხალხიც დადის და ნელი სვლით ეარა.

ახალგაზრდების შერიგების პროცესში ჩართვას გეგმავს პანკისის უხუცესთა საბჭო.

XS
SM
MD
LG