Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფციასთან მებრძოლი უკრაინელი აქტივისტის სახლი დაიწვა, პოლიციას ეჭვი აქვს ხანძრის განზრახ გაჩენაზე


 უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის აქტივისტი, ვიტალი შაბუნინი თავის დამწვარ სახლთან კიევის მახლობლად, 23 ივლისს
უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის აქტივისტი, ვიტალი შაბუნინი თავის დამწვარ სახლთან კიევის მახლობლად, 23 ივლისს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამართალდამცავებს მოუწოდა, მოძებნონ ისინი, ვინც, სავარაუდოდ, ცეცხლი გაუჩინა კორუფციასთან მებრძოლი უკრაინელი აქტივისტის სახლს, რასაც ღრმა შეშფოთება მოჰყვა დასავლეთის ქვეყნებში.

ვიტალი შაბუნინმა, რომელიც ანტიკორუფციული მოქმედების სამოქმედო ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს წევრია, რეპორტიორებს 23 ივლისს უჩვენა თავისი დამწვარი სახლი ბორისპოლის რაიონის სოფელ ჰნიდინში, კიევის მახლობლად.

პოლიციამ განაცხადა 24 ივლისს, რომ სპეციალისტებმა იქ ასაფეთქებელი მოწყობილობის კვალს ვერ მიაგნეს.

დამნაშავეები უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ, თქვა ზელენსკიმ თავის განცხადებაში და დასძინა, რომ ასეთი თავდასხმები ჩრდილს აყენებს უკრაინის რეპუტაციას, სახელისუფლებო ინსტიტუტებს, განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებს.

არავინ დაზარალებულა ხანძრის დროს, რომელსაც კორუფციასთან მებრძოლმა ორგანიზაციამ უწოდა შაბუნინზე „თავდასხმის მცდელობა“.

თვითონ შაბუნინმა განაცხადა, რომ მისმა მშობლებმა, რომლებიც ცეცხლის გაჩენისას შენობაში იყვნენ, დროზე უშველეს თავს.

პოლიციას ეჭვი აქვს ცეცხლის განზრახ გაჩენაზე და გამოძიებას აგრძელებს.

ანტიკორუფციურმა ცენტრმა მოუწოდა ზელენსკის, ანტიკორუფციულ აქტივისტებზე ყველა თავდასხმის გამოძიებაზე კონტროლი თვითონ იკისროს, რადგან ცენტრი არ ენდობა პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს, არსენ ავაკოვს. აქტივისტები, ჟურნალისტები და სხვა პირები, ვინც კორუფციას ამხელს უკრაინაში, ხშირად არიან თავდასხმისა და მუქარის სამიზნე.

ხანძრის ძალით გაჩენის ეჭვმა შეშფოთება გამოიწვია დასავლეთის დიპლომატებს შორის, რომლებიც ზეწოლას ახდენენ უკრაინაზე კორუფციასთან ბრძოლის და მართლმსაჯულების სისტემის გაწმენდის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG