Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა სამუდამო პატიმრობაში მყოფი ყირგიზი უფლებადამცველი აზიმჟან ასკაროვი


აზიმჟან ასკაროვი
აზიმჟან ასკაროვი

გარდაიცვალა 2010 წელს ყირგიზეთის ქალაქ ოშში მომხდარ სისხლიან მოვლენებთან დაკავშირებით სამუდამო პატიმრობაში მყოფი უფლებადამცველი აზიმჟან ასკაროვი.

როგორც უფლებადამცველი ტოკონ მამიტოვი იტყობინება, ასკაროვის სიკვდილის შესახებ ცნობა სახელმწიფო პენიტენციური სამსახურისგან მოიპოვეს. თავად პენიტენციურ სამსახურს არ გაუვრცელებია ასკაროვის სიკვდილთან დაკავშირებული დეტალები.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ასკაროვი სერიოზულად იყო ავად. მისი დაცვა და უფლებადამცველები მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვდნენ.

ოშში 2010 წლის მასობრივი გამოსვლების შემდეგ, უფლებადამცველი აზიმჟან ასკაროვი დააპატიმრეს არეულობების ორგანიზებისა და პოლიციელის მკვლელობასთან კავშირში ბრალდებით.

ადამიანის უფლებების დამცველთა თქმით, საქმე შეთითხნილი იყო და ხელისუფლებამ ამით სამაგიერო გადაუხადა ასკაროვს, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებულ დარღვევებზე ამახვილებდა ყურადღებას.

გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა 2016 წელს გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმად, პატიმრობისას ასკაროვს აწამებდნენ, მას უარს ეუბნებოდნენ სამედიცინო დახმარებისა და სამართლიანი მართლმსაჯულების უფლებაზე. ამასთან დაკავშირებით, უფლებადამცველმა წელს თებერვალში ბიშკეკის სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომ ხელისუფლება არ ასრულებს გაეროს კომიტეტის გადაწყვეტილებას. 15 ივნისს ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა ცნობა, რომ ბიშკეკის ადმინისტრაციულმა სასამართლომ შეწყვიტა სამართალწარმოება ყირგიზეთის მთავრობის წინააღმდეგ ასკაროვის სარჩელზე.

XS
SM
MD
LG