Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის ექვსივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 6-ივე ახალი პაციენტის დაავადების წყარო ცნობილია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მედიას აცნობა, რომ: „ოთხი გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული, ერთი გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და ერთის წყარო არის გაჩიანი“.

დღეს დილით, კიდევ 6 ადამიანის ინფიცირების დადასტურების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რიცხვი 1137-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 922. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. მათგან 38 ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედროა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG