Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა უსაფრთხოთა სიიდან შესაძლოა, რამდენიმე ქვეყანა ამოიღოს


ევროკავშირი აპირებს შეამციროს სია იმ ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქეებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი საზღვრები 1 ივლისიდან გაუხსნა.

სააგენტო „ბლუმბერგი“ ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ეტაპზე უსაფრთხოდ მიჩნეული 13 ქვეყნის სიიდან შესაძლოა, ამოიღონ კანადა, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა.

უსაფრთხო ქვეყნების სიაში ასევე, არიან: საქართველო, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ალჟირი, მაროკო, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი შესძლოა, დაკარგონ ალჟირმა და მაროკომაც. მათ შესახებ გადაწყვეტილება 29 ივლისს უნდა მიიღონ.

ევროკავშირის საბჭომ წევრ სახელმწიფოებს 30 ივნისს მისცა რეკომენდაცია, რომ 1 ივლისიდან საზღვრები გაუხსნან 15 უსაფრთხო ქვეყანას. ევროკავშირი ამ რეკომენდაციას ორ კვირაში ერთხელ გადასინჯავს. 17 ივლისს სიიდან ამოიღეს სერბეთი და მონტენეგრო.

უსაფრთხო ქვეყნებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებას ევროკავშირის სახელმწიფოები ინდივიდუალურად იღებენ. ამ ეტაპზე საქართველოსთვის საზღვრები უპირობოდ აქვს გახსნილი 5 ქვეყანას - გერმანიას, საფრანგეთს, ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG