Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7303 ლარის უკანონოდ დაუფლებისთვის პირი პასუხისგებაში მიეცა


ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე პასუხისგებაში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი მიეცა.

აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კახეთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაკვეთით განხორციელებისას დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო ქონებას - 7 303 ლარის ოდენობით.

გამოძიების პროცესში მიყენებული ზიანი ბრალდებულმა სრულად აანაზღაურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

XS
SM
MD
LG