Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტვიტერმა დონალდ ტრამპის უფროს ვაჟს ანგარიშზე წვდომა შეუზღუდა პლაქვენილის შესახებ ვიდეოსთვის


ტვიტერმა სამშაბათს განაცხადა, რომ საკუთარ ანგარიშზე წვდომა შეუზღუდა დონალდ ტრამპ იუნიორს პოსტისთვის, რომელიც არღვევს კომპანიის პოლიტიკას COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციის თაობაზე.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსმა ვაჟმა ორშაბათს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ექიმები პრეპარატ პლაქვენილზე საუბრობენ. ტვიტერმა მოხსნა ვიდეო COVID-19-ის შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესების დარღვევისთვის.

უმცროსმა ტრამპმა ასევე ორშაბათს გააზიარა პოსტი, რომელშიც აშშ-ის წამყვან ინფექციონისტ დოქტორ ენტონი ფაუჩის და დემოკრატებს ბრალი ედებოდათ პლაქვენილით მკურნალობისთვის ხელის შეშლაში. პოსტი ასევე შეიცავდა ვიდეოს, რომელშიც ექიმები არ ითვალისწინებენ პირბადის ხმარების წესებს.

ვიდეო საკუთარი საიტიდან მოხსნეს ფეისბუკმა და იუტუბმაც.

XS
SM
MD
LG