Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანის თქმით, კოვიდგარემოში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება მნიშვნელოვანი საკითხია


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, უკვე მიღებული საარჩევნო კანონმდებლობის ფონზე, მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს, ასევე ჰქონდეს თავისი უფლებების და საჭიროებების შესახებ ცოდნა კორონავირუსის პირობებში. კელი დეგნანმა ეს განცხადება მედიასთან გააკეთა, ქუთაისში, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან შეხვედრის შემდეგ.

„წარმატებული არჩევნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კამპანიის ისე წარმოება, რომ კარგად განათლებული იყოს ამომრჩეველი, იმაში დასარწმუნებლად, რომ ამომრჩევლებს ესმით, განსაკუთრებით ამ კოვიდგარემოში, როგორ მისცენ უსაფრთხოდ ხმა, რა საარჩევნო უფლებები აქვთ და რას მოელიან ისინი არჩეული ლიდერებისგან“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია, ამომრჩეველი არჩევნებზე მივიდეს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე და ჰქონდეს არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა.

ასევე ნახეთ: საარჩევნო კანონმდებლობა: რა სრულდება და რა არა ODIHR-ის რეკომენდაციებიდან

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG