Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი შაქარაშვილის საქმეზე: საზოგადოების წნეხით სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს


შაქარშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნ ზ.ხ.-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური ამბობს, რომ სასამართლოზე საზოგადოებრივი წნეხია. ამის შესახებ ის "ფორმულას" ესაუბრა.

"საზოგადოებრივი ინტერესი და წნეხი იმდენად მაღალია, რომ გვგონია, რომ ამ შემთხვევაში მგონია, რომ სასამართლო მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას. თუმცაღა ჩვენ ყველაფერს შევცდებით, სამართლებრივ რესურსს ბოლომდე ამოვწურავთ იმისთვის, რომ დავადასტუროთ, მათ არანაირი ბრალი არ მიუძღვით წარდგენილ ბრალდებაში", - განაცხადა გელხაურმა.

შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის სასამართლოში მორიგი სასამართლო სხდომა ხვალ, 31 ივლისს იმართება. ამ საქმეზე დაკავებულია სულ 17 პირი, მათგან არცერთს აქვს ბრალი წაყენებული უშუალო 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის მუხლით.

28 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 17 დაკავებული ბრალდებულიდან, ცალკე წარმოებად გამოყოს 11 სრულწლოვანი ბრალდებულის საქმე, რომელთაც, ამ ეტაპზე, ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა. ეს 11 პირი სასამრთლომ პატიმრობაში დატოვა.

XS
SM
MD
LG