Accessibility links

კრემლის პრესმდივანი ადსტურებს, რომ ბელარუსში დაკავებულები „რუსეთის მოქალაქეები“ არიან, მაგრამ არაფერი იცის „ვაგნერის“ შესახებ


კრემლმა პირველად გააკეთა კომენტარი ბელარუსში დაკავებულ 33 რუსეთის მოქალაქეზე, რომლებსაც მინსკი ტერაქტების მომზადებაში მიიჩნევს ეჭვმიტანილად და უწოდებს მათ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, ხუთშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ კრემლი ჯერჯრეობით არ ფლობს ამომწურავ ინფორმაციას მომხდარის შესახებ და იმედოვნებს, რომ ოფიციალური არხების საშუალებით ყველაფერს „ნათელი მოეფინება“.

ამასთან პესკოვმა უარყო იმის შესაძლებლობა, რომ ვლადიმირ პუტინი მომხდართან დაკავშირებით ალექსანდრ ლუკაშენკას დაურეკავს.

ბელარუსში ოთხშაბათს დაკავებული 30-ზე მეტი რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მომზადების ბრალდებით. ისინი ჩვენებებს იძლევიან.

პესკოვის თანახმად, კრემლში იციან, რომ დაკავებულია 33 რუსეთის მოქალაქე, ხოლო „200-ძებნაში იმყოფება. ამასთან ინფრომაცია მათი კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის შესახებ რუსეთის მხარისთვის უცნობია.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი ცნობად მიიღებს ინფორმაციას, რომ დაკავებულთა ნაწილი ადრე დონბასში იბრძოდა უკრაინის წინააღმდეგ.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ ადრე ეს ადამიანები ოფიციალურად დადანაშულებული არ ყოფილან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაში.

ამასთან პესკოვმა ხაზგასმით განაცხადა, რომ რუსეთი „არ აღიარებს“ დაკავებულთა ნაწილის უკრიანის მოქალაქეობას. „ისინი არიან რუსეთის მოქალაქეები“, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.

ბელარუსის ხელისუფლება აცხადებს, რომ 30 ივლისს დაკავებულები კავშირში არიან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“.

კრემლის პრესმდივანმა ააღნიშნა, რომ მისთვის უცნობია კსკ „ვაგნერის“ არსებობა, რამდენადაც რუსეთში კერძო სამხედრო კომპანიები დე-იურე არ არსებობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG