Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი შემოტანილია


საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 5 შემოტანილია. ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო გაჩიანია, ერთს კონტაქტი ჰქონდა უკვე ინფიცირებულ პირთან და ერთიც სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.

5 იმპორტირებულიდან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, სატვირთო ავტომქანების მძღოლები, რომლებსაც კორონავირუსი უდასტურდებათ, ძირითადად, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან ჩამოდიან.

31 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1168 შემთხვევაა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 940. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG