Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი


დაკავებულია საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ ის წერია, რომ “გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა“ და მიმდინარეობს გამოძიება.

სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ეხება, ხოლო 151-ე - მუქარას.

XS
SM
MD
LG