საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა. კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელდა დამატებით 8 ადამიანი. ასეთია 2 აგვისტოს მონაცემები, რომელთაც ვებსაიტი StopCoV.ge ასახავს.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი განმარტავს, რომ 6 შემთხვევიდან ერთი გაჩიანის „კლასტერს“ უკავშირდება, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 იმპორტირებული შემთხვევაა და ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
საერთო ჯამში, საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 177
- მათ შორის გამოჯანმრთელებული - 955
- მათ შორის გარდაცვლილი - 17
- კარანტინის რეჟიმში - 6 919
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 251
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41