Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით, ახალგაზრდა კაცი დააკავეს


თბილისში დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გოგი თოფაძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მისი შვილიშვილი გვიან ღამით, სამ მეგობართან ერთად დაბრუნდა სახლში "ქეიფიდან". შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 აგვისტოს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაკავებულ ბ.ჟ.-ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. დაჭრილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG