Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკას ოპონენტი, ვალერი ცეპკალო, კიევში იმყოფება


ვალერი ცეპკალო
ვალერი ცეპკალო

ბელარუსი ბიზნესმენი, მინსკის მაღალი ტექნოლოგიების პარკის ყოფილი ხელმძღვანელი, ვალერი ცეპკალო, რომელიც ხელისუფლებამ არ დაუშვა პრეზიდენტის არჩევნებში და იძულებული იყო მოსალოდნელი საფრთხის გამო მოსკოვში წასულიყო, ამჟამად კიევში იმყოფება.

ამის შესახებ ჩვენი რადიოს რუსულენოვანი ტელეარხი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ იტყობინება ბელარუსი პოლიტიკოსის პრესმდივანზე, ალექსეი ურბანზე, დაყრდნობით.

ცეპკალო, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას ერთ-ერთი რეალური მეტოქე, ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა, რადგან კომისიამ პოლიტიკოსის მხარდასაჭერად შეგროვებული 120 000 ხმა არ მიიჩნია დასაბუთებულად.

რამდენიმე მედიამ ამის შემდეგ გაავრცელა ცნობა, თითქოს ბელარუსის მილიციაში ცეპკალოს წინააღმდეგ საქმე აღძრეს მისი საქმიანი პარტნიორის, თურქეთის მოქალაქისათვის, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ თანხის გადაუხდელობის ფაქტზე.

24 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დაკავების შიშით ცეპკალომ შვილებთან ერთად დატოვა ბელარუსი და გაემგზავრა მოსკოვში. მისი ცოლი, ვერონიკა ცეპკალო დარჩა ბელარუსში და დახმარებას უწევს პრეზიდენტობის კანდიდატს, სვეტლანა ციხანოვსკაიას.

ვერონიკა ცეპკალო აცხადებს, რომ მეუღლეებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ვალერის დაპატიმრება, ისევე როგორც „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილი თავმჯდომარის ვიქტარ ბაბარიკასი, რომელიც გადასახადების დამალვასა და მექრთამეობაშია ბრადებული. ვიქტარ ბაბარიკა და მისი შვილი 18 ივნისიდან იმყოფებიან პატიმრობაში.

ვალერი ცეპკალოს პრესმდივანმა, ალექსეი ურბანმა, არ დააკონკრეტა, თუ რატომ დატოვა პოლიტიკოსმა მოსკოვი და გაემგზავრა კიევში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG