Accessibility links

ბრესტში 20 ათასი კაცი მივიდა სვეტლანა ციხანოვსკაიას მხარდასაჭერად


დასავლეთ ბელარუსის ქალაქ ბრესტში სულ მცირე 20 000 ადამიანი შეიკრიბა ოპიზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას მხარადასაჭერად გამართულ აქცია-კონცერტზე, რომელიც სანქცირებული იყო.

ციხანოვსკაიამ თავის მომხრეებს მოუწოდა, რომ დარეგისტრირდნენ საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლებლად და მივიდნენ არჩევნებზე, რათა ხელისუფლებას არ მისცენ მათი ხმების მოპარვის უფლება.

დღესვე სვეტლანა ციხანოვსკაიამ კიდევ ერთი მიტინგი გამართა ქალაქ ბარანოვიჩში, სადაც ოპოზიციის კანდიდატის მხარდასაჭერად სულ მცირე 8 ათასი ადამიანი მივიდა.

მიტინგზე შესრულდა სიმღერა, "დაამსხვრიეთ ციხის კედლები", რომელიც ტრადიციულად ჟღერს სვეტლანა ციხანოვსკაიას მხარდამჭერ ყველა აქციაზე.

მიტინგზე გამოცხადდა, რომ ხვალ, 3 აგვისტოს, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა აპირებს მიმართოს პარლამენტსა და ხალხს, რასაც მიტინგზე უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება.

ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან უდგას სათავეში, მეექვსე ვადით იყრის კენჭს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG