Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში, სადაც ეპიდსიტუაცია მძიმეა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დააკავეს


ცენტრში ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომარტ ტოყაევი
ცენტრში ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომარტ ტოყაევი

2 აგვისტოს ყაზახეთში დააკავეს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ოლჟას აბიშევი.

ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმაცია დაუდასტურა ფინანსთა სამინისტროს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა.

ოლჟას აბიშევი დაკავებულია ფინანსური გაფლაგვის ბრალდებით.

37 წლის აბიშევის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2018 წელს დაინიშა და მის პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა ინფორმაციული უსაფრთხოება და ორგანიზაციის ციფრული ქსელი.

10 ივლისს ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომარტ ტოყაევმა მთავრობის სხდომაზე განცხადა,რომ კორონავირუსის ეპიდემის გამო საყვედურს იმსახურებს „ყველა გუბერნატორი და ზოგიერთი მინისტრი“.

ამის შემდეგ ქვეყნის ანტოკორუფციულმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა ორი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრის შესახებ.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის დაკავების ფონია გაუარესებული ეპიდემიური ვითარება ყაზახეთში.

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 2 აგვისტოს პირველად გამოაცხადა ქვეყანაში კორონავირუსითა და პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ.

საიტ Coronavirus2020.kz-ის ცნობით კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 90 000-ს აჭარბებს.

1 აგვისტოს მონაცემებით ქვეყანაში დარეგისტრირდა დაავადების 6400 ახალი შემთხვევა, 60 პაციენტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG