Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა ავღანეთის ციხეზე მომხდარი თავდასხმის შედეგად


ნანგარჰარის პროვინცია
ნანგარჰარის პროვინცია

ავღანეთში, სადაც ძალადობის ტალღა არ იკლებს, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და ორი ათეული დაიჭრა 2 აგვისტოს ნაგარჰარის პროვინციაში მდებარე ციხეზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად.

თავდამსხმელებმა დანაღმული მანქანა ააფეთქეს ციხის შესასვლელთან და შემდეგ უკვე ობიექტზე სროლით შეიჭრნენ.

თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს ციხის მიმდებარე შენობებსაც ჯალალაბადში.

თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 24 კაცი დაიჭრა.

სააგენტო „ასოშიეტიედ პრესი“ იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად ციხიდან გაქცევა მოახერხა რამდენიმე პატიმარმა.

რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ცნობით თავდამსხმელები კვლავ განაგრძობენ წინააღდეგობას, რის გამოც ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

თავდასხმაში მონაწილეობასთან კავშირი უარყო თალიბანმა, რომელმაც 31 ივლისდან სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

ნაგარჰარის პროვინციაში აქტიურობს ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოც".

ციხეზე თავდასხმის ფონია 2 აგვისტოს გავრცელებული ცნობა, რომ ავღანეთის დაზვერვის სპეცდანიშნულების ძალებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად მოკლეს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დაზვერვის ერთ-ერთი ლიდერი ასადულა ორაყზაი.

იგი ეჭვმიტანილია როგორც ავღანელ სამხედროებზე, ისე სამოქალაქო პირებზე განხორციელებული არაერთი იერიშის ორგანიზებასა და განხორციელებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG