Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერის მოადგილე განახლებულ ჭავჭავაძეზე: სექტემბრის ჩვენ არ გვეშინია


თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე ამბობს, რომ სექტემბერში, მას შემდეგ, რაც სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დაიწყება, განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მანქანებისთვის ერთი ზოლი დარჩა, საცობები არ იქნება. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

"დღეს საცობი ჭავჭავაძეზე არ ყოფილა და მოძრაობა არის თავისუფალი. ნაკადები, რომელიც დათვლილი არის და რის შედეგადაც დაპროექტდა სატრანსპორტო სქემა, დათვლილია პიკის საათში და გათვალისწინებულია სამომავლო განაშენიანება... სექტემბრის ჩვენ არ გვეშინია იმიტომ, რომ ნაკადები დათვლილია", - თქვა მაია ბითაძემ.

უკვე მესამე დღეა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მანქანები ახალი სქემით მოძრაობენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის სავალი ნაწილის შუაში გაკეთდა ავტობუსის ზოლები და მხოლოდ ერთი ზოლი დარჩა მანქანების გადასაადგილებლად.

XS
SM
MD
LG