Accessibility links

მოტოციკლისტების თავყრილობაზე აშშ-ში მეოთხედი მილიონი სტუმარი ჩავა  კორონავირუსის მიუხედავად


მოტოციკლისტების თავყრილობა სტარჯისში 2015 წელს

250 ათასზე მეტ სტუმარს მოელიან მოტოციკლისტების ყოველწლიურ შეკრებაზე, რომელიც გაიმართება ამერიკის შტატ სამხრეთ დაკოტაში მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ უმაღლეს დორნეს მიაღწია.

სტარჯისის ეს ტრადიციული შეხვედრა გაიმართება 7-დან 16 აგვისტომდე და იქნება აშშ-ში კორონავირუსის აფეთქებიდან ყველაზე დიდი თავყრილობა. რომლის დროსაც იმართება ასევე კონცერტები და სანახაობები.

თუმცა მას წელს არ ეყოლება იმდენი სტუმარი, როგორც ეს გასულ წლებში იყო.

პატარა ქალაქი სტარჯისი ესაზღვრება ბლეკ-ჰილის ეროვნულ ტყეს.

ქალაქში ჩატარებული გამოკითხვით, მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტს სურს, რომ ქალაქში მოტოციკლისტების თავყრილობა გადაიდოს. მაგრამ ბიზნესის ადგილობრივი წარმომადგენლებმა ზეწოლა მოახდინეს ქალაქის მმართველობაზე ჩაატაროს შეხვედრა, რადგან ქალაქის ბარებისა და სასტუმროებისთვის ჩამოსული სტუმრებისგან მიღებული შემოსავალი წლიური მოგების არსებით ნაწილს წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG