Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიამ კახეთში დააზარალა ათეულობით ოჯახი


ძლიერმა ქარმა, წვიმამ და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა ათეულობით ოჯახს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და დაზიანებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

განადგურებულია ვენახები და ერთწლიანი კულტურები. მოგლეჯილია მრავალწლოვანი ნარგავები. დაიხოცა შინაური ფრინველიც. სტიქიის გამო მსხალგორს შეუწყდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის მიწოდება.

სოფლის მცხოვრებნი პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან მათი განცხადებით, სანიაღვრე არხები გაწმენდილი რომ ყოფილიყო, არ დაზარალდებოდნენ. მსხალგორის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

სტიქიამ კახეთში დააზარალა ათეულობით ოჯახი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:55 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG