Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს


დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორს ირჩევენ. რექტორობის კანდიდატები არიან პროფესორები გიორგი ბარამიძე და ცირა ბარამიძე და უნივერსიტეტის მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე. რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება zoom-ის პლატფორმის გამოყენებით იმართება.

თსუ-ს ახალი რექტორი აკადემიურმა საბჭომ უნდა აირჩიოს. კენჭისყრა 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, თსუ-ს პირველ კორპუსში გაიმართება. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისია შედეგებს აკადემიურ საბჭოს გადასცემს.

არჩევნების შედეგები ძალაში შევა 2020 წლის 24 სექტემბერს, მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ. მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე უნივერსიტეტს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს 4 წლის ვადით ირჩევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG