Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი: ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ


ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში პატიმრობაში იყო, აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. სურათს მერაბიშვილი ფეისბუკზე ავრცელებს.

"დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ. უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა", - წერს ის.

მერაბიშვილის ვიზიტს წინ უსწრებდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა პატრიარქთან. ინფორმაცია მანაც ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG