Accessibility links

თურნავა: "შტადლერი" დავარწმუნეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მათი ბიზნესისთვის​


საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურანავს თქმით, მატარებლის მწარმოებელ კომპანია "შტადლერის" წარმომადგენელები დაარწმუნა, რომ საქართველო მათი ბიზნესისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"ჩვენ დავარწმუნეთ "შტადლერი", რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, საიდანაც გააფართოებენ თავის ბიზნესს და ექნებათ წვდომა 2,3 მილიარდ პოტენციურ მომხმარებელთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემო და ახლა უკვე ეპიდემიოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის კეთებისთვის", - აცხადებს მინისტრი.

უწყებაში აცხადებენ, რომ შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში შედგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG