Accessibility links

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-ში შეხვედრაზე მივიდა


თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე მივიდნენ. ამ შეხვედრის ჩანიშვნამდე უწყებამ მზადყოფნა გამოთქვა გამოძიებაში FBI-სთან თანამშრომლობაზე.

გუშინ, 4 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვის მოთხოვნით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ოჯახის ინიციატივით აქცია გაიმართა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG