Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი არ გაგზავნის დამკვირვებელს ბელარუსის არჩევნებზე


ელა პანფილოვა
ელა პანფილოვა

რუსეთი არ გაგზავნის თავის დამკვირვებლებს ბელარუსში, რადგან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ მიუღიათ ოფიციალური მოსაწვევი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლების გაგზავნის შესახებ.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, კიდევ ერთ მიზეზად, რის გამოც რუსი დამკვირვებლები არ გაიგზავნებიან ბელარუსში, პანფილოვამ დაასახელა კორონავირუსით დაინფიცირების რისკი.

4 აგვისტოს, არჩევნების ოფიციალურ თარიღამდე 5 დღით ადრე, ბელარუსში დაიწყო წინასწარი ხმის მიცემის პროცესი, რომელსაც უნდობლობას უცხადებენ ოპოზიციის მომხრე აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ოპონენტები მიიჩნევენ, რომ წინასწარი კენჭისყრის პროცესს ხელისუფლება გამოიყენებს ხმების მასშტაბური გაყალბებისთვის. არჩევნების ოფიციალურ თარიღამდე 5 დღით ადრე, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ, სიტყვით მიმართა ხალხსა და ეროვნულ კრებას.

თავის საპროგრამო სიტყვაში, ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ოპონენტებს უწოდა „კარგად დაფინანსებული უცხოეთის აგენტები“, რომელებსაც სურთ „ქვეყნის დაბრუნება ავბედით 1990-იან წლებში“.

ლუკაშენკას მიმართვიდან რამდენიმე საათში ბელარუსის ქალაქ სლუცკში ქალაქის ხელისუფლებამ ჩაშალა პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსკაიასთან მხარდამჭერების შეხვედრა, რომელიც სანქცირებული იყო.

მოგვიანებით იგივე განმეორდა სოლიგორსკში. იუწყებიან, რომ მილიციის საგანგებო დანიშნულების რაზმმა ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG