Accessibility links

ლიბანში მომხდარ აფეთქებას უკავშირებენ რუსი ბიზნესმენისთვის ჩამორთმეულ გემს


ლიბანური მედიის თანახმად, რამდენიმე ტონა ამონიუმის ნიტრატი, რომლის აფეთქებას 4 აგვისტოს დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ჩამოიტვირთა რამდენიმე წლის წინ, რუსი ბიზნესმენის იგორ გრეჩუშკინისათვის ჩამორთმეული სატვირთო გემიდან.

ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრის, მოჰამად ფაჰმის, ინფორმაციით, სამშაბათს ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 100 ადამიანი.

რუსი ბიზნესმენის კუთვნილი სატვირთო გემის კონფისკაციის შედეგად ამოღებული ასაფეთქებელი ნივთიერება საწყობში 2014 წლიდან ინახებოდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჰასან დიაბმა, არაორაზროვნად მიანიშნა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვის დროს არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები.

როგორ ირკვევა, საუბარია გემ MV Rhosus-ზე, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მკვიდრ იგორ გრეჩუშკინს, რომელიც ამჟამად კვიპროსზე ცხოვრობს.

„ასოშიეიტიდ პრესის“ თანახმად, MV Rhosus-ს ამონიუმის ნიტრატი საქართველოს ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიჰქონდა, რა დროსაც ტექნიკური პრობლემების გამო ლიბანის პორტში გაჩერდა.

რუსეთისა და მოლდოვის მედიის 5 აგვისტოს ცნობით, MV Rhosus-ი მოლდოვის დროში ქვეშ მიცურავდა, როდესაც ბეირუთის პორტში შევიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG