Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსახიობმა მიხაილ ეფრემოვმა უარყო ტრაგიკული ავარიისთვის წაყენებული ბრალდება


მიხაილ ეფრემოვი
მიხაილ ეფრემოვი

ცნობილმა რუსმა მსახიობმა, მიხაილ ეფრემოვმა, რომელიც ბრალდებულია ადამიანის სიკვდილის გამო ავტოსაგზაო შემთხვევაში, 5 აგვისტოს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალი არ აღიარა და განაცხადა, რომ „არაფერი არ ახსოვს“.

მოსკოვის პრესნის სასამართლოში 5 აგვისტოს დაიწყო ეფრემოვის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა.

იგი ბრალდებულია საგზაო წესების დარღვევაში, რამაც ადამიანის გაუფრთხილებლობით სიკვდილი გამოიწვია.

8 ივნისს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ეფრემოვმა, მოსკოვში, გზის გამყოფი ხაზი გადაკვეთა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ ავტომანქანას დაეჯახა.

ავარიისას მსახიობი არ დაშავებულა, მაგრამ მეორე ავტომანქანაში მჯდომი 57 წლის სერგეი ზახაროვი ავტოსაგზაო შემთხვევიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა საავადმყოფოში.

პროკურატურის ცნობით, მიხაილ ეფრემოვი ტრაგიკული საგზაო ინციდენტის დროს არა მხოლოდ ალკოჰოლის, არამედ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ეფრემოვს 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იგი ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG