Accessibility links

შსს: გაუჩინარებული ილია ფილფანის ძებნის სამუშაოები გრძელდება


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სვანეთში თითქმის სამი კვირის წინ გაუჩინარებული ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ საკითხზე უწყებაში ბრიფინგი გაიმართა.

ბრიფინგზე ითქვა, რომ დათვალიერდა 7 მდინარის კალაპოტი, მიმდებარე ხეობები და 35-ზე მეტი სოფელი.

"საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველები გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში", - თქვეს უწყებაში და დასძინეს, რომ საძიებო სამუშაოები მდინარე ენგურსა და ენგურჰესზეც მიმდინარეობს.

მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

13 წლის ილია ფილფანი 18 ივლისს დღის პირველ ნახევარში სახლიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG