Accessibility links

site logo site logo

ბელარუსში დააკავეს არჩევნების დამოუკიდებელი მეთვალყურეები, რომლებმაც ასობით დარღვევა აღმოაჩინეს


ადრეული კენჭისყრა მინსკში. 2020 წ. 4 აგვისტო.

ბელარუსში დააკავეს დამოუკიდებელი მეთვალყურეები, რომლებიც მონიტორინგს უწევდნენ საპრეზიდენტო არჩევნების ადრეული კენჭისყრის პროცესს, მას შემდეგ, რაც მათ საარჩევნო კანონის მრავალრიცხოვანი დარღვევები დააფიქსირეს მთელ ქვეყანაში.

საარჩევნო მონიტორინგის კამპანია „პატიოსანმა ხალხმა“ 5 აგვისტოს განაცხადა, რომ მისმა მეთვალყურეებმა 4 აგვისტოს - კენჭისყრის პირველ დღეს - მინსკსა და სხვა ქალაქებში საარჩევნო კანონის 2056 დარღვევა დააფიქსირეს. მათ შორის იყო დამოუკიდებელი მეთვალყურეების არდაშვება საარჩევნო უბნებზე, ასევე მათ საშუალებას არ აძლევდნენ, შეემოწმებინათ, სათანადოდ იყო თუ არა დალუქული საარჩევნო ურნები.

ჯგუფმა „ადამიანის უფლებების დამცველები სამართლიანი არჩევნებისთვის“ 5 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკავა დამოუკიდებელი მეთვალყურეები საარჩევნო უბნებზე.

ჯგუფის თქმით, საარჩევნო კომისიის წევრები პოლიციაში რეკავდნენ და აცხადებდნენ, რომ მეთვალყურეები არჩევნების პროცესში „ერეოდნენ“.

სამეთვალყურეო ჯგუფმა „ხმის მიცემის უფლება - 2020“ განაცხადა, რომ მის მეთვალყურეებს არ უშვებდნენ საარჩევნო უბნებში მინსკსა და სხვა ქალაქებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG