Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1206-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 6 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 13 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 987.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

6 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 7071 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG