Accessibility links

საოკუპაციო ძალებმა ტახტისძირთან განაახლეს ე.წ. საზღვრის გავლება


რუსეთის საოკუპაციო ძალების და ცხინვალის დე ფაქტო სტრუქტურების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან განაახლეს აპრილში დაწყებული ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი. აპრილში ტახტისძირელებმა უკვე დაკარგეს 10 ჰექტრამდე მიწა. ეს სოფელი ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინას ესაზღვრება.

ე.წ. ბორდერიზაციის განახლების გამო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“ აამოქმედა.

ერთი წლის წინ, 2019 წლის 7 აგვისტოს საოკუპაციო ძალებმა ე.წ. სასაზღვრო ღობეები აღმართეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარშიც და კუთვნილი მიწის გარეშე დატოვეს გუგუტიშვილების და რაზმაძეების ოჯახები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG