Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ხოჭოლავა ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ იქ ვერ ითამაშებს


Georgia -- SOCCER-EUROPA-SHK-WOB/REPORT
Georgia -- SOCCER-EUROPA-SHK-WOB/REPORT

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, უეფამ ევროსეზონი ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩებით განაახლა და რვა წყვილიდან ოთხში უკვე გამოვლინდნენ მეოთხედფინალისტები. დარჩენილი ოთხი თამაში კი ამაღამ გაიმართება.

ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე, ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს დონეცკის „შახტარი“, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა გამოდის. უკრაინელებმა გერმანიის „ვოლფსბურგს“ კიევში უმასპინძლეს და დაამარცხეს - 3:0. ორი მატჩის ჯამში კი მეტოქეს 5:1 აჯობეს. შეხვედრაში ხოჭოლავამაც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მსაჯმა გააძევა და მეოთხედფინალის გამოტოვება მოუწევს.

„შახტარის“ გარდა, მერვედფინალური ეტაპი გადალახეს ინგლისის „მანჩესტერ იუნაიტედმა“, იტალიის „ინტერმა“ და დანიის „კოპენჰაგენმა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG